საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - კავკასიონის მთებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, მდინარეების წარმტაც ტყიან ხეობებში ამაყად დგანან უძველესი ძეგლები - ქართული ერის ისტორიის ქვის მატიანე. ამ შედარებით პატარა ტერიტორიაზე 5000 -ზე მეტი სხვადასხვა ძეგლია: ციხე-სიმაგრეები, ტაძრები, სასახლეებისა და სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები, რომლებიც მოგვითხრობენ ერის ისტორიას. ქართულმა ხუროთმოძღვრებამ მრავალი შესანიშნავი ნაწარმოებით გაამდიდრა მსოფლიო ხელოვნების საგანძური. საიტზე წარმოდგენილია ქართული ხუროთმოძღვრების V - XIII საუკუნის რამოდენიმე ნიმუში(აღნიშნულია რუქაზე).